Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ბუქსიანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით 1971 წელს. 1971-1977წწ. - ქ. ტყიბულის სახალხო განათლების სისტემა, მათემატიკის მასწავლებელი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტყიბულის ფაკულტეტი, ინდუსტრიული ტექნიკუმი; 1977-1978წწ. - ქ. თბილისის I საშუალო სკოლა, მასწავლებელი; 1978-1994წწ. - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის 63-ე კათედრა, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1994-2000წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის №104 კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2005წწ. - მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2006წწ. - მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის პროფესორი; 2006-2009წწ. - საინჟინრო მექანიკის დეპარტამენის ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი, პროფესორი. ამირან ბუქსიანიძის სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს ცვლადკოეფიციენტებიანი წრფივი დიფერენციალური განტოლებების სისტემისათვის მატრიცანტის აგების რიცხვითი ალგორითმის დამუშავება; ფაქტორიზაციის მეთოდის საფუძველზე განაწილებულად და ლოკალურად დატვირთული წრფივი სისტემების ზოგადი და კერძო ამოხსნის აგების ალგორითმის მიღება; ლაპლასის გარდაქმნის რიცხვითი შებრუნებისა და არასტაციონარული ტემპერატურული ველების გაანგარიშებისათვის პროგრამების დამუშავება; ცვლადპარამეტრიანი ღეროების გაანგარიშება სტატიკურ და დინამიკურ დატვირთვებზე; ღეროების საკუთარი რხევების სიხშირეებისა და კრიტიკული ძალის, ბრუნვითი გარსების სტატიკის ამოცანები; გარსებისა და ფირფიტების თერმოდრეკადობისა და თბოგამტარობის ამოცანები. შექმნილია რიცხვით-ანალიზური ალგორითმები მატრიცანტებისა და ფაქტორიზაციის მეთოდების საფუძველზე სამშენებლო მექანიკის სასაზღვრო ამოცანის ზოგადი ამოხსნის მისაღებად. სასაზღვრო ფენის მეთოდით მიღებულია ეფექტური შედეგები თერმოდრეკადობის ბრტყელი ამოცანების ამოსახსნელად. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.193-194; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: construction.gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |