The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონტი ხაჩიძე

ლეონტი ხაჩიძე
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1937  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, რკინიგზელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაცარგორა, ხაშურის რაიონი.

დაპატიმრებამდე მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მეექვსე საგზაო ნაწილში, დააპატიმრეს 1937 წლის 18 ოქტომბერს, დაპატიმრებული იყო თბილისის სატრანსპორტო-სარკინიგზო განყოფილების სახელმწიფო უშიშროების მთავარ სამმართველოში, "სამეულის" სხდომა გაიმართა 1937 წლის 4 დეკემბერს; ბრალად ედებოდა, რომ იყო კონტრრევოლუციური-ტროცკისტული მავნებლური ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა კონტრრევოლუციურ ძირგამომთხრელ საქმიანობას ამიერკავკასიის რკინიგზის მე-5 და მე-6 საგზაო დისტანციების მეურნეობებში. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com

გააზიარე: