The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ გვერდწითელი

არჩილ გვერდწითელი
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 1938  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი.

არჩილ გვერდწითელი იყო გორის მანქანა-ტრაქტორთა პარკის უფროსი აგრონომი. დაპატიმრების დროს ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა არალეგალურ თათბირებში. მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის დავალებებით ატარებდა მავნებლურ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის მოსაშლელად, ამით იწვევდა კოლმეურნეების უკმაყოფილებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. იყო იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც აპირებდა სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობას. "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 7 დეკემბერს. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com


გააზიარე: