The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტემ ჩაჩუა

არტემ ჩაჩუა
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1895
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1937  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოფეთი, სამტრედიის რაიონი.

არტემ ჩაჩუა იყო პედაგოგიური სასწავლებლის პედაგოგი. პირველად დააპატიმრეს 1923 წელს, მიესაჯა გასახლება საქართველოს ფარგლებს გარეთ 3 წლით, მეორედ დააპატიმრეს 1937 წლის 15 ოქტომბერს. ბრალად ედებოდა, რომ 1915 წლიდან იყო "ახალგაზრდა მარქსისტთა კ/რ ორგანიზაციის" წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აგრძელებდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას. 1936 წელს შევიდა "ახალგაზრდა მარქსისტთა" არალეგალური, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის ცენტრალურ კომიტეტში. ამავე დროს ეწეოდა კონტრრევოლუციურ და მავნებლურ საქმიანობას მემარჯვენეების კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში. "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 2 დეკემბერს. მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com


გააზიარე: