The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან გეგეშიძე

დაბადების თარიღი:10 მაისი, 1895
გარდაცვ. თარიღი:14 იანვარი, 1931  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მელაური, ქუთაისის მაზრა.

რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1915 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს. აგიტაციას ეწეოდა კავკასიის ფრონტის ჯარისკაცებს შორის; 1917 წელს მონაწილეობდა სამტრედიის ბოლშევიკური ორგანიზაციის შექმნაში; სამტრედიაში პარტიის კომიტეტის მდივნად ყოფნის დროს პროპაგანდისტულ მუშაობას ეწეოდა გლეხობაში; რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ დააპატიმრეს; 1918 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ამხანაგებთან ერთად მოაწყო პირველი არალეგალური პარტიული უჯრედი, რომლის მდივნადაც თვითონვე აირჩიეს; 1919 წელს კვლავ სამტრედიაშია და იბრძვის მენშევიკების წინააღმდეგ. მისი სახლი (სოფ. მელაურში) ბოლშევიკური ორგანიზაციის კონსპირაციული პუნქტი იყო; 1919 წლის ნოემბერში იქ შედგა სამტრედიის ბოლშევიკური ორგანიზაციის კონფერენცია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი იყო სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს მოგონებები. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978. -გვ.30

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1917-)

გააზიარე: