Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონდო გვაზავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1962 წელს; 1962-1965წწ. სწავლობდა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1965-1969წწ. - ციმბირის განყოფილების მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ამასთანავე - ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენატი; 1973-2013წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1992წწ. - აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1991-2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემა: შერეული ტიპის ზოგიერთი კლასის არაწრფივი განტოლებები; შერეული, ელიფსური და ჰიპერბოლური ტიპის არაწრფივი დიფერენციალური განტოლებების ზოგიერთი კლასი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1991). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.201-202 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |