| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯონდო გვაზავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1962 წელს; 1962-1965წწ. სწავლობდა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1965-1969წწ. - ციმბირის განყოფილების მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ამასთანავე - ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენატი; 1973-2013წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1992წწ. - აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1991-2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემა: შერეული ტიპის ზოგიერთი კლასის არაწრფივი განტოლებები; შერეული, ელიფსური და ჰიპერბოლური ტიპის არაწრფივი დიფერენციალური განტოლებების ზოგიერთი კლასი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1991). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.201-202 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

