The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არსენ კობაიძე

არსენ კობაიძე
Date of birth:19 December, 1916
Date of death:2003  (at 86 years)
Category:Public official, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ქედი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმი 1936 წელს.

მუშაობდა მასწავლებლად სოფელ ზემო ქედში, 1938 წელს აირჩიეს საქართველოს ალკკ წითელწყაროს რაიკომის მეორე მდივნად, ამავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში მოხალისედ, სადაც 1945 წლამდე, ომის დამთავრებამდე დაჰყო, თითქმის რვა წელი იმყოფებოდა არმიაში. 1946 წელს აირჩიეს სოფელ ზემო ქედის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო 1948 წლიდან კოლმეურნეობის დაშლამდე (საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად) მუშაობდა ამ თანამდებობაზე. იგი არაერთხელ იყო არჩეული საქართველოს კომუნისტური პარტიის წითელწყაროს რაიკომის მდივნად, რაიონული საბჭოს დეპუტატად, იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის წევრი და სკკპ რამდენიმე ყრილობის დელეგატი. დაჯილდოებულია სკკპ საპატიო ნიშნის ორდენით. აგრონომი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.341

Awards and Honors

  • სოციალისტური შრომის გმირი
  • ლენინის ორდენი (4 ორდენი)

Share: