The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მხეიძე

ლევან მხეიძე
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1976  (49 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერდიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი  სპეციალობით ბიზნეს-იურისტი 1997 წელს.

მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში: 1997 წელს- შსს გ. გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმის უმცროსი ინსპექტორი, ზემდეგი; 1997-2000წწ. შს სამმართველოს მე-5 ქვეგანყოფილების პოლიციის ინსპექტორი, უმცროსი ლეიტენანტი; 2000-2002წწ. შპს "გაზმშენის" ოპერატიული სამსახურის უფროსი; 2002-2004წწ. სს "თბილგაზის" საბურთალოს N4 ცენტრის რეალიზაციის სამსახურის უფროსი; 2004 წელს საქართველოს მე-6  მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე; 20014-2018წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი: პარტიული სიით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 266

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი , წევრი (2004-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-)

გააზიარე: