Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინათინ მრევლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კიევი, უკრაინა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1930 წელს. 1931 წელს მუშაობა დაიწყო ფონეტიკის ლაბორატორიის ასისტენტად, 1934 წლიდან კითხულობდა ლექციებს რუსულ ენაში. თინათინ მრევლიშვილის დისერტაცია მიეძღვნა მიხეილ ლერმონტოვის პროზის ლექსიკას, დისერტაციის დაცვის შემდეგ იგი აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე. სხვადასხვა წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის, ახლანდელი ილიაუნი), იყო მისაღები გამოცდების საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1948 წელს მან დააარსა რუსული ფილოლოგიის განყოფილებაზე ახალი კათედრა-რუსული ენის №2 კათედრა, რომელსაც 40 წელი ხელმძღვანელობდა; იყო მშრომელთა დეპუტატების ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სამივე მოწვევის საბჭოს დეპუტატი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, იენის უნივერსიტეტის (გერმანია) ეგიდით გამოიცა ქართველ და გერმანელ სპეციალისტთა ერთობლივი შრომების რამდენიმე კრებული, ჩატარდა კონფერენციები თბილისსა და იენაში. თინათინ მრევლიშვილს ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სიტყვათწარმოების, მწერლის ენის, ტექსტის ლინგვისტიკის, რუსული ენის სინტაქსისა და რუსულის, როგორც უცხოური ენის სწავლების საკვანძო საკითხებზე. მისი მონოგრაფია "რთული ქვეწყობილი წინადადების სახეები ნ. ვ. გოგოლის ენაში" გამოიცა რუსულ ენაზე მოსკოველი მეცნიერის, პროფესორ ფ. კუზმინის რედაქტორობით. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1963 წელს მოსკოვში. პროფესორი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.148 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |