The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი დევდარიანი

გიორგი დევდარიანი
Date of birth:1961  (64 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1982 წელს; ამავე წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი.

1986 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში; ამავდროულად, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1993-1997წწ. იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; 1997 წლიდან კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში და უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მოღვაწეობს. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკაა ფუნქციათა თეორია, წრფივ და არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა თეორია, წრფივი და არაწრფივი დრეკადობის თეორიის საკითხები, გარსთა თეორია, გაზური დინამიკის საკითხები და მართვის თეორია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.213-214


Share: