The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკა ქაცარიძე

ნიკა ქაცარიძე
Legal name:ნიკოლოზ ქაცარიძე
Date of birth:29 November, 1978
Date of death:5 January, 2022  (at 43 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

2005 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია; რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: სერ ტობი ბელჩი (უ. შექსპირის "შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ", რეჟ.: რ. სტურუა), ხელოსანი (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", რეჟ.: რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი), დაცვის ბიჭი – ენრიკო (ლ. ბუღაძის "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და . . . პრეზიდენტი", რეჟ.: რ. სტურუა), მეფე (არჩილ სულაკაური "სალამურა", დამდგმელი რეჟ.: რ. სტურუა, რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია), მოკარნახე (ნ. იორდანოვის "გონზაგოს მკვლელობა", რეჟ.: გ. გოშაძე), ნიკოლა (ჟ. დელი, ჟ. სიბლეირასი "გაუმარჯოს ბუშონს", რეჟ.: ი. ბაკურაძე), მეფარნე (ა. დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწული", რეჟ.: გ. თოდაძე); მედუქნე (თომას ბერნჰარდის "სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher", რეჟ.: ქრისტიან  პაპკე); მონაწილეა სპექტაკლებისა: "მალე მოვალ წვიმად", "ჯადოსნური ღამე", "შობა ტიფლისში", "ბედი ქართლისა", "საახალწლო ნობათი"; ფილმოგრაფია 2003: "მიცვალებულთა კუნძულზე" (2003, იუჰანსონი-ჰუმელის მოახლე, რეჟ.: თეიმურაზ კვანტალიანი); ვაკის თეატრალური სარდაფი: გებრიელ ბონიფაციუსი (მიხო მოსულიშვილის კომიკური თრილერი "საშობაო ბატი კომშით", რეჟ.: გურამ ბრეგაძე).

წყარო: შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი: rustavelitheatre.ge; ეროვნული ფილმოგრაფია დაარქივებული: web.archive.org 


Share: