შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ამაშუკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია. 1881 წელს დაამთავრა ვორონეჟის კადეტთა კორპუსი 1881 წელს; ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი 1883 წელს. 1881 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. ირიცხებოდა ტვერის 43-ე (1907 წლიდან მე-16) დრაგუნთა პოლკში. 1914 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1915 წლის 11 ივლისს ხან-ოღლისთან ბრძოლაში, სადაც თავისი ცხენოსანთა ესკადრონით წარმატებული იერიში განახორციელა. 1917 წლის 10 ივლისს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. მონაწილეობდა გენერალ ბარათოვის ექსპედიციაში სპარსეთში. მეთაურობდა რეველის სასაზღვრო პოლკს. 1919 წელს მსახურობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის არმიაში საკავალერიო დივიზიის შტაბის უფროსად. ყირიმის ევაკუაციამდე მონაწილეობდა სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსული არმიის "თეთრ მოძრაობაში". 1920 წელს ემიგრაციაში წავიდა იუგოსლავიაში. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი. წყარო: Военная элита Кавказа: Кн. 1: Генералы и адмиралы из Грузии / Мамука Гогитидзе. – Тбилиси, 2007 (caucasianhistory.info) ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |