The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ჩხეიძე

კონსტანტინე ჩხეიძე
Date of birth:19 September, 1897
Date of death:1974  (at 76 years)
Category:Writer, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოზდოკი, ჩრდილოეთ ოსეთი.

კონსტანტინე ჩხეიძე იყო იმპერიალისტური რუსეთის სამხედრო სამსახურში და ჩრდილო კავკასიის სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა თეთრი არმიის რიგებში. 1921 წელს, თეთრგვარდიელი კაზაკების დამარცხების შემდეგ, იგი გადაიხვეწა ლემნოსში (საბერძნეთი), საიდანაც 1923 წელს გადავიდა პრაღაში (ჩეხოსლოვაკია). პრაღაში მიიღო იურიდული განათლება, იქვე კითხულობდა ლექციებს. 1920-იან წლებში იგი შეუერთდა "ევრაზიელების მოძრაობას" და 1930–იან წლებში ის უკვე იყო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი. მეორე მსოფლიო ომის დროს  იყო პრაღის ანტიფაშისტური მოძრაობის აქტივისტი. 1945 წელს იგი დააპატიმრა საბჭოთა ჯაშუშთა გამოვლენის სპეციალურმა ორგანიზაციამ ("სმერში") და 1955 წლამდე გადასახლებული იყო ციმბირში. კონსტანტინე ჩხეიძე იყო ნიკოლაი ფიოდოროვის  ფილოსოფიის მიმდევარი, მან დაწერა მთელი რიგი ნაშრომები რუსული საზოგადოებისა და კულტურის, ასევე კავკასიური ლეგენდებისა და საბჭოთა ერების შესახებ. მისი მემუარები არის 1917–1955 წლების რუსეთსა და საბჭოთა კავშირში განვითარებული მოვლენების ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. 1974 წელს კონსტანტინე ჩხეიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქართველი ემიგრანტი.

წყარო: ყაბარდო-ბალყარეთის გაზეთი "პრავდა": ნალჩიკი, 2012.- 15 სექტემბერი.- № 182-183(23474-23475).-გვ.11: kbpravda.rulibrusec.pro


Share: