The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ჩხეიძე

Date of birth:10 August, 1853  (171 years)
Date of death:192?
Category:Military Person

Biography

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1877 წელს კი თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი.

გენერალი კონსტანტინე დავითის ძე ჩხეიძე წარმოშობით ქუთაისის გუბერნიის თავადთა ოჯახიდან იყო. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში. მსახურობდა ბაქოს ქვეითთა 153-ე პოლკში. 1904 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1910 წელს თადარიგში გავიდა (მუნდირითა და პენსიით). 1915 წლიდან იყო ერევნის საოლქო სასამართლოს საპატიო მომრიგებელი მოსამართლე. 1918 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მიიწვიეს ბაქოს სამხედრო სასწავლებლის უფროსად. 1920 წლის 21 მარტს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ მისი ბედი უცნობია. რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1904) აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალ-მაიორი (1920).

წყარო: Военная элита Кавказа: Кн. 1 : Генералы и адмиралы из Грузии /Мамука Гогитидзе.-Тбилиси, 2007

Awards and Honors

  • 1906 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1904 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1904 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

Share: