Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბერდია ბერიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ასანური, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა ლაგოდეხის რაიონში პროფესიული სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1962 წელს. სტუდენტობისას უკვე ცნობილი პოეტი იყო. მისი პირველი შემფასებელი და დამფასებელი გიორგი ლეონიძე გახლდათ. მუშაობდა საქართველოს რადიოს კორესპონდენტად, გაზეთ "სოფლის ცხოვრების" ლიტერატურულ მუშაკად, განათლების მუშაკთა რესპუბლიკური სახლის ლიტერატურულ-შემოქმედებითი გაერთიანების ხელმძღვანელად. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი რედაქტორობდა მის მიერვე დაარსებულ გაზეთ "ცისარტყელას". ლიტერატურულ-შემოქმედებითი მუშაობა დაიწყო 1958 წლიდან, როდესაც ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი. ბერდია ბერიაშვილის ნაწარმოებები სისტემატურად ქვეყნდებოდა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნად, არის 20-ზე მეტი პოეტური კრებულის ავტორი: "მთვარის საქანელა" (1968), "სიკეთის მარცვალი" (1973), "ლექსები", "მზე შინა" (1976), "ჩემო ვენახო", "საფიცარი" (1979), "ღია ფანჯრიდან" (1983), 100 ლექსი (2014) და სხვ.; ტრაგიკულად დაიღუპა 1991-1992 წლების თბილისში მიმდინარე საბრძოლო მოვლენების დროს. პოეტ მთვარისა კერესელიძის მეუღლე. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.264; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 58 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |