შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ბოქოლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1960 წელს. 1950-1953წწ. მუშაობდა სოფელ ბოდბისხევის კოლმეურნეობაში; 1960-1961წწ. იყო საქართველოს ხე-ტყის დამამუშავებელი მრეწველობის სამმართველოს საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი კონსტრუქტორი; 1961-1964წწ. მოსკოვის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი (იქვე დაიცვა დისერტაცია). 1964 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასისტენტის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობაზე. 1984-1986წწ. იყო თბილისის ხის დამამუშავებელი კომბინატის დირექტორი, თბილისის მუსიკალური ინსტრუმენტების საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი, 1971-1984წწ. მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ფაკულტეტის დეკანი (1989, 1995), მექანიკა-მანქანათმშენებლობის ახლად ჩამოყალიბებული სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი (1991). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.265; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |