The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო მაჩაბელი

სანდრო მაჩაბელი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე მაჩაბელი
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1937  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქურთა, ცხინვალის რაიონი.

დაპატიმრებამდე მუშაობდა საქვაჭრობის გორის განყოფილებაში ხილის დამამზადებლად. დაპატიმრების დროს ბრალად ედებოდა, რომ 1934 წელს გადაიბირეს ერთ-ერთი უცხო ქვეყნის დაზვერვის ჯაშუშურ, დივერსიულ-მავნებლურ ქსელში, რომლის დავალებითაც ეწეოდა ჯაშუშობას და მავნებლობას სოფლის მეურნეობაში. 1924 წელს გადაიბირა თავისი თანასოფლელი ა. ი. დათაშვილი. ჩატარებული კონტრრევოლუციური სამუშაოსთვის მიიღო ფულადი ჯილდო - 16 500 მანეთი. "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 12 თებერვალს, მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge


გააზიარე: