The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ნაკაშიძე

დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1968  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს.

1950 წლიდან კითხულობდა პათოფსიქოლოგიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროპათოლოგიის კათედრაზე; 1959 წლიდან იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი; სწავლობდა შიზოფრენიის და ინვოლუციური ფსიქოზის კლინიკის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961).

წყარო: ქართული საბჭოთა ენცილოპედია, ტ. 7. - თბ. 1984. -გვ. 301-302

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: