Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ გუგუშვილი![]()
Biographyდაპატიმრებამდე იყო საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს დამზადება-მომარაგების კომიტეტის რწმუნებული. სკკპ(ბ) წევრი, გაირიცხა 1937 წელს დაპატიმრების გამო. დაპატიმრების დროს ბრალად დაედო, რომ 1936 წელს აკაკი ქავთარაძემ გადაიბირა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ ჯაშუშურ ორგანიზაციაში, როგორც კონტრრევოლუციურ- ტერორისტული ჯაშუშური ორგანიზაციის აქტიური წევრი, ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ, აგრეთვე ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას სოფლის მეურნეობის მომარაგებაში. ქავთარაძესა და მგალობლიშვილს ჯაშუშური მიზნებისთვის გადასცა მასალები, რომლებიც გახმაურებას არ ექვემდებარებოდა. "სამეულის" სხდომა გაიმართა 1937 წლის 12 მარტს, მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |