The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გუგუშვილი

ნიკოლოზ გუგუშვილი
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:12 ნოემბერი, 1937  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაპატიმრებამდე იყო საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს დამზადება-მომარაგების კომიტეტის რწმუნებული. სკკპ(ბ) წევრი, გაირიცხა 1937 წელს დაპატიმრების გამო. დაპატიმრების დროს ბრალად დაედო, რომ 1936 წელს აკაკი ქავთარაძემ გადაიბირა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ ჯაშუშურ ორგანიზაციაში, როგორც კონტრრევოლუციურ- ტერორისტული ჯაშუშური ორგანიზაციის აქტიური წევრი, ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ, აგრეთვე ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას სოფლის მეურნეობის მომარაგებაში. ქავთარაძესა და მგალობლიშვილს ჯაშუშური მიზნებისთვის გადასცა მასალები, რომლებიც გახმაურებას არ ექვემდებარებოდა. "სამეულის" სხდომა გაიმართა 1937 წლის 12 მარტს, მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge


გააზიარე: