The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლერი დობორჯგინიძე

ლერი დობორჯგინიძე
დაბადების თარიღი:1947
გარდაცვ. თარიღი:1993  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1970 წელს; 1970-1973წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა.

1973-1974წწ. - ა. რაზმაძის სახელობის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი; 1976-1983წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1988წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; პარალელურად, 1983 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, უმაღლესი მათემატიკის კათედრა, დოცენტი, პროფესორი; 1990 წლიდან - თეორიული მექანიკის კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო ნაშრომები მიძღვნილია დრეკადობისა და პლასტიკურობის არაწრფივი თეორიის ამოცანებისადმი; კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის მექანიკასა და ტექნიკაში გამოყენების პრობლემებისადმი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1988).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.215

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: