The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჭაუჭიძე

გიორგი ჭაუჭიძე
Date of birth:30 November, 1975  (49 years)
Category:Historian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1997 წელს; ამავე უნივერისტეტის მეორადი ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1996 წელს.

2013-2015წწ. ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლის შედეგად მიენიჭა განათლების ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაცია; 1997 წლიდან საგანმანათლებლო სფეროშია; 1998 წელს მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში; აღსანიშნავია მისი საქმიანობა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტსა და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტში ტრენერის პოზიციაზე; წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელებული აქვს ათეულობით პროექტი, რომლებიც გულისხმობდა ახალგაზრდობისა და სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერასა და განვითარებას; 2004 წლიდან არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამაში მუშაობს; მუშაობს ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად. იგი ოც წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან თხუთმეტი წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის, ძირითადად ეთნიკურ სომხებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული.

წყარო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდო: მომავალი განათლებაშია: tprize.ge


Share: