The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი გვახარია

აკაკი გვახარია
დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:10 ნოემბერი, 1937  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაპატიმრებამდე მუშაობდა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის პირველი სკოლის დირექტორის მოადგილედ. პირველად დააპატიმრეს 1921 წელს საგანგებო კომისიამ, გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-7, 58-8, 58-11 მუხლით; მეორად დააპატიმრეს 1937 წლის 20 სექტემბერს, ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ-ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-ის და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისა და ძირგამომთხრელი მავნებლურის საქმიანობის გზით. 1931 წლის მარტში აკაკი კონსტანტინეს ძე გვახარია მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაიბირა ხალხის მტერმა, საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის აპარატში მოქმედი კონტრრევოლუციური  ორგანიზაციის საქმესთან დაკავშირებით აწ უკვე პასუხისგებაში მიცემულმა კ. ე. ბერიძემ. კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში შესვლის დღიდან მის დაპატიმრებამდე (1937 წლის 20 სექტემბერი) იგი ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ, მავნებლურ კონტრრევოლუციურ საქმიანობას სახალხო განათლების საქმეში, საქმის კურსში იყო კონტრრევოლუციურ ორგანიზაციის საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისტული გეგმების შესახებ. თავი დამანაშავედ არ ცნო. "სამეულის" სხდომა გაიმართა 1937 წლის 9 ნოემბერს, მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. წარსულში - სოციალ-ფედერალისტების პარტიის წევრი, შემდეგ უპარტიო. რეპრესირებული.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან:

nplg.gov.ge



გააზიარე: