The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აპოლონ კალანდია

აპოლონ კალანდია
Date of birth:1919
Date of death:1980  (at 61 years)
Category:Mathematician, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხობი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს.

1944-1953წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1953-1955წწ. - საკავშირო ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი; 1955-1967წწ. - თბილისის გამოთვლით ცენტრში მყარი ტანის მექანიკის ამოცანების მიახლოებითი და რიცხვითი ამოხსნების განყოფილების გამგე; 1967-1980წწ. - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში დრეკადობის თეორიის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული კვლევის საკითხები შეეხებოდა უწყვეტი ტანის მექანიკის ამოცანების მიახლოებით და რიცხვით ამოხსნებს, დრეკადობის მათემატიკური თეორიის ორგანზომილებიან ამოცანებს, კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანებს; მან მოგვცა სიბრტყეზე მრავლადბმული და უსასრულო არეებისათვის ძირითადი სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა n-ჰარმონიული განტოლებებისათვის; მოგვცა მულტოპის მეთოდის მკაცრი მათემატიკური დასაბუთება სასრული გაშლის ფრთის განტოლების მიახლოებითი ამოხსნისას და ამ მეთოდის გამოყენება საკონტაქტო ამოცანების რიცხვითი ამოხსნისას; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბრტყელი დრეკადობის სტატიკური ამოცანების ამოხსნების და დრეკადი ფირფიტების ღუნვის კლასიკურ თეორიაში. მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Решение основной граничной задачи для управления п и = о в двухсвязной области", დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Некоторые смешанные задачи теории упругости", დაიცვა 1955 წელს (მოსკოვი).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.231-232


Share: