შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ჭიპაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ისლარი, ხარაგაულის რაიონი. შალვა ჭიპაშვილი იყო საქართველოს სსრ-ს კავშირგაბმულობის სამმართველოს პირველი განყოფილების ყოფილი უფროსი, დააპატიმრეს 1937 წლის 9 მარტს, "სამეულის" სხდომა გაიმართა 1937 წლის 11 სექტემბერს. ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი. კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავალებით ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სამმართველოს სამობილიზაციო განყოფილების მიმართულებთ. თავი ცნო დამნაშავედ. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. რეაბილიტირებულია საქართველოს სსრ-ს უმაღლესი სასამართლოს 1955 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით. საკავშირო კპ(ბ) წევრი 1919 წლიდან; გაირიცხა 1937 წელს ხალხის მტრებთან კავშირის გამო.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |