შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ნოდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი. მიხეილ ნოდია დაპატიმრების დროს იყო აბაშის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, წარსულში რეპრესირებული; საკავშირო კპ (ბ) წევრი 1917 წლიდან; პარტიის რიგებიდან გარიცხეს 1937 წელს აქტიური კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის. "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 9 ნოემბერს. ბრალად ედებოდა, რომ ანტისაბჭოთა ტერორისტულ-ტროცკისტულ ორგანიზაციაში გადაიბირა პარმენ საბაშვილმა. მისი დავალებით აბაშის რაიონში ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა არალეგალურ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციას. აბაშის რაიონის სოფლის მეურნეობაში და წარმოების სხვა დარგებში ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას. მიხეილ ნოდიას ავალებით ორგანიზაციის წევრმა მელაძემ გადაწვა სოფელ ონტოფოს სკოლა. მიხეილ ნოდიამ ჩამოაყალიბა ტერორისტულ ჯგუფი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა აბაშის რაიკომის მდივანის მკვლელობა. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |