შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან ხერხეულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. წარმომავლობით თბილისის გუბერნიის თავადთა ოჯახიდან; 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, იბრძოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე; 1904-1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომში; 1902 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება; 1906 წლიდან მსახურობდა ყუბანის 155-ე ქვეით პოლკში; 1910 წელს თადარიგში გავიდა პოლკოვნიკის წოდების მინიჭებით, მუნდირითა და პენსიით; I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს კვლავ გამოიძახეს სამხედრო სამსახურში და დააბრუნეს ყუბანის 155-ე ქვეით პოლკში, სადაც ბატალიონს მეთაურობდა; მონაწილეობდა ბრძოლებში კავკასიის ფრონტზე; სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1910). წყარო: ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები VII-VIII (core.ac.uk). - თბ., - 2014. - გვ. 366 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |