The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლონდა თოლორაია

ლონდა თოლორაია
Date of birth:1 December, 1984  (40 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს; 2008 წელს მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი.
2009 წლის თებერვალიდან - 2009 წლის აგვისტომდე იყო ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2009 წლის აგვისტო-თებერვალში კი, ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი საქართველოს მთავარ პროკურატურაში; 2010 წლიდან კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის განრიდება-მედიაციის პროგრამას საქართველოს პროკურატურაში; 2010 წლიდან არის ტრენერი; 2010 წლის თებერვალიდან დეკემბერამდე იყო მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი; 2010- 2012წწ. იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის, ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით დაინერგა პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადება; მისი ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფები მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების, ადვოკატების, სოციალური მუშაკების, მედიატორებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით; ჩართული იყო არასრულწლოვანზე ორიენტირებული გარემოს კონცეფციის შექმნისა და არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემთა შეგროვების სრულყოფის პროცესში; მონაწილეობას იღებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, დაკავებისა და პატიმრობის სტანდარტებში, პროკურორთა გადამზადებაში; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა გამოძიების ელექტრონული პროგრამის, ასევე, პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა, პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; კოორდინირებას უწევდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურს და მათ საქმიანობას. ხელმძღვანელობდა პროექტ "ადგილობრივი საბჭოს" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დანერგვის პროცესს; 2012-2013წწ. იყო საქართველოს მთავარ პროკურატურაში ინოვაციური პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი; და 2013-2016წწ. ანალიტიკური სამმართველოს უფროსი; 2016-2018წწ. საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2016 წლიდან არის მიწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (საგანი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება); 2017 წლიდან მიწვეული ლექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში (საგანი - სისხლის სამართალი); 2018-2019წწ. ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს; 2019 წლის 11 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია და 3 ივლისიდან ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას.

წყარო: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: personaldata.ge


Share: