The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ კვარაცხელია

ანზორ კვარაცხელია
Date of birth:1945  (80 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით 1969 წელს.

1963-1969წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეურნეო თემაზე ინჟინერი; 1969-1970წწ. - მასალათა გამძლეობის და დრეკადობის თეორიის კათედრის პრეპარატორი; 1970-1973წწ. - ასპირანტი; 1974-1978წწ. - კათედრის ასისტენტი; 1978 წლიდან - კათედრის დოცენტი; 2002 წლიდან - კათედრის პროფესორი; 1987 წლიდან - დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტის დეკანი. სამეცნიერო მოღვაწეობის თემა ეხება მრავალფენიანი ბრტყელი ანიზოტროპული ნებისმიერი მოხაზულობის ფირფიტების გაანგარიშების საკითხებს; კვლევის საგანი: მრავალფენიანი არაერთგვაროვანი ორგანზომილებიანი გარსებისა და ფირფიტების დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობა. მიღებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს სიგელი (2004). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მრავალფენიანი არაერთგვაროვანი ორთოტროპული გარსებისა და ფირფიტების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის გამოკვლევა", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.234; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.94

Member of Organizations

  • რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია, ნამდვილი წევრი (2002-)
  • ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2005-)

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

Bibliography


Share: