შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია ჩხეტიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღვირიში, ლეჩხუმი, ცაგერის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1967 წელს. მისი ნაწარმოებები იბეჭდება 1965 წლიდან; სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთების რედაქციებსა და ტელევიზიაში. მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსებში. არის 1996 წელს ბავშვთა საერთაშორისო ფონდისა და გაზეთ "ნერგის" მიერ გამოცხადებული პოეზიის კონკურსის ლაურეატი, ხოლო 2008 წელს პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებების კონკურსზე "ხერთვისი" პოეზიაში მიენიჭა პირველი პრემია. 1964 წლიდან, 56 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღა გურამიშვილის ყოფილ ბინაში, მთაწმინდის ქუჩა (ახ. ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩა) № 20-ში. საბავშვო პოეტი და მწერალი. წყარო: მზია ჩხეტიანი - 70 // მწერლის გაზეთი. - თბილისი, 2010. - 1-15 მაისი. - N5. - გვ.9; ინტერნეტ-პორტალი "წიგნიპედია": tsignipedia.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.83 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |