The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტარიელ კვიციანი

ტარიელ კვიციანი
Date of birth:30 October, 1945  (79 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969-1972წწ. - საქართველოს ჰიდროტექნიკის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1972-1975წწ. -  ასპირანტი; 1977 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრა - ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; 1998-2007წწ. - თეორიული მექანიკის კათედრის გამგე; 2007 წლიდან - საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის თეორიული მექანიკის მიმართულების ხელმძღვანელი. სამეცნიერო კვლევის ძირითადი თემატიკაა: თხელკედლიანი ცილინდრული გარსების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის გამოკვლევა (2006-2008); ცვალებადი მასის მქონე სისტემის და ცვალებადი ხარჯის მქონე სითხის დინამიკის ამოცანები (2007-2009); თაღოვანი კაშხალების სიმტკიცეზე გაანგარიშების კომბინირებული მეთოდი და ოპტიმალური პარამეტრების შერჩევის საკითხები (2009-2012); ბუნებრივი და ხელოვნური ფერდობების სტატიკური მდგრადობა-არამდგრადობის ამოცანები; მეწყერ-ჩამონაქცევების და თოვლის ზვავების დინამიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების ამოცანები. მის მიერ მიღებულია გამოყენებითი და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე არაერთი შედეგი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, 5 მონოგრაფია, 11 სახელმძღვანელო. პედაგოგიკისა (1999) და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2003).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.234-235; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.209; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 17

Member of Organizations

  • საერთაშორისო ინფორმატიკის აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
  • საქართველოს მათემატიკური საზოგადოების, წევრი (1980-)
  • საქართველოს მექანიკოსთა კავშირი, პრეზიდიუმის წევრი (2000-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე

Bibliography


Share: