შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გალაქტიონ ნუცუბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფარცხანაყანევი, წყალტუბოს რაიონი. 1933 წელს საგანგებო სათათბიროს დადგენილებით მიესაჯა 5 წელი ტროცკიზმის ბრალდებით. იყო სკკპ(ბ) პარტიის წევრი 1907-1928 წლებში. სამხედრო კოლეგიის სხდომა ჩატარდა 1937 წლის 9 ნოემბერს, ბრალად წაუყენეს, რომ 1927 წელს მიემხრო ტროცკისტულ ორგანიზაციას, გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომ აღადგინეს სკკპ (ბ) რიგებში; აგრძელებდა კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ საქმიანობას, ჰქონდა კავშირი ტროცკისტ თუმანოვთან, აკირტავასთან და სხვებთან. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის სხდომაზე გალაქტიონ ნუცუბიძემ განაცხადა: "დამნაშავე ვარ იმაში, რომ 1927 წლიდან 1929 წლამდე ვიყავი აქტიური ტროცკისტი. ოკუჯავასთან არანაირი კავშირი არ მქონია და მისი ჩვენება, რომ ნუცუბიძე იყო კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი, წარმოადგენს ცრუ ჩვენებას. სათადარიგო ტროცკისტულ ცენტრში არასდროს შევდიოდი და ჩემთვის უცნობია, რატომ იძლევიან ეს პირები ასეთ ჩვენებებს". მიესაჯა დახვრეტა. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |