შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით აფციაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინამხარი, დუშეთის რაიონი. დაპატიმრებამდე იყო კვების მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის კადრების განყოფილების უფროსი. 1937 წლის 15 ივნისს დააპატიმრეს საქართველოს სსრ შინსახკომის ორგანოებმა. "სამეულის" სხდომა ჩატარა 1937 წლის 19 სექტემბერს; ბრალად ედებოდა, რომ გამოძიების პროცესში, პირველ დაკითხვაზე 1937 წლის 17 ივნისს დავით აფციაურმა მისცა ჩვენება: "1922-1923 წწ. დუშეთისა და თელავის მაზრაში პასუსმგებელ თანამშრომლად მუშაობის დროს, ვიყავი ნაციონალურ უკლონისტური ორგანიზაციის წევრი. 1923 წელს დავტოვე ორგანიზაცია და გავაგრძელე პარტიის გენერალური ხაზი..." შემდეგ, ამავე დაკითხვაზე დავით აფციაურმა მისცა ჩვენება, რომ ის და კოტე გორდელაძე საქართველოს სსრ კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობის, კერძოდ კი ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი, რადგან ის იყენებდა ჩეკისტურ მეთოდებს პარტორგანიზაციებში და ხელმძღვანელობაში. 1937 წლის 9-10 აგვისტოს დაკითხვაზე დავით აფციაურმა თავდაპირველად კატეგორიულად უარყო თავისი თანამონაწილეობა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში, მაგრამ გამოძიების მსვლელობისას მისცა აღიარებითი ჩვენება. მან სასამართლოზე თავი ცნო დამნაშავედ. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 1937 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დავით სპირიდონის ძე აფციაურს მიესაჯა დახვრეტა. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI): ბიოგრაფიები:1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |