Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეილა ალავერდოვა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაპატიმრებამდე მუშაობდა შემნახველი სალაროების სამმართველოს ამიერკავკასიის კანტორის კონსულტანტად. 1928 წელს რეპრესირებული იყო ტროცკისტული საქმიანობისთვის. განცხადებით უარყო ტროცკიზმი, თუმცა ეწეოდა აქტიურ ტროცკისტულ საქმიანობას. დააპატიმრეს 1936 წლის 20 ივლისს, სამხედრო კოლეგიის სხდომა გაიმართა 1937 წლის 25 ივნისს; ბრალად ედებოდა, რომ იყო კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, ტერორისტული და დივერსიული ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 1934 წლის 1 დეკემბერს განახორციელა ამხ. ს.მ. კიროვის მხეცური მკვლელობა და რომელიც შემდგომ წლებში ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; იყო სიმონ ჩიხლაძის მიერ შექმნილი საქართველოს ტროცკისტული ცენტრის ტერორისტული დაჯგუფების წევრი; მის მიერვე ჩაბმული იქნა ამ დაჯგუფებაში 1934 წელს; იზიარებდა საქართველოს ტროცკისტული ორგანიზაციის დებულებებს ინდივიდუალიური ტერორისა და სახალხო მეურნეობაში მავნებლური საქმიანობის შესახებ. დანაშაული აღიარა. მხილებულია კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ორგანიზაციის წევრების - ქავთარაძის, ტოროშელიძის, მდივნის, ჩიხლაძის, ოკუჯავასა და გასვიანის ჩვენებებით. მიესაჯა დახვრეტა. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |