The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ღამბაშიძე

ლევან ღამბაშიძე
Date of birth:1900
Date of death:26 December, 1937  (at 37 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაპატიმრების დროს იყო საქვაჭრობის დამზადების კანტორის ინჟინერი. ორჯერ იყო დაპატიმრებული საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოების მიერ ანტისაბჭოთა საქმიანობისა და საქართველოს საკონსერვო წარმოებაში მოქმედ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის. "სამეულის" სხდომა გაიმართა 1937 წლის 25 დეკემბერს. ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენე კონტრრევოლუციურ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მოქმედებდა საქართველოს საკონსერვო წარმოებაში და რომელიც ამზადებდა ტერორისტულ აქტს საბჭოთა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ორგანიზაციაში გადაიბირა 1931 წელს "ქართული ნაციონალური ცენტრის" აქტიურმა წევრმა შ. ცქიტიშვილმა. ამ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას ერთ-ერთი უცხოური დაზვერვის სასარგებლოდ და ამ საქმიანობით დაკავშირებული იყო ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრთან. გადასცემდა ინფორმაციას ქართული ინტელიგენციისა და სტუდენტების, აგრეთვე კახელი გლეხების წრეებში არსებული განწყობილებების შესახებ. ორგანიზაციიდან იღებდა დირექტივებს და ეწეოდა მავნებლურ-დივერსიულ საქმიანობას საკონსერვო წარმოებაში, დეზორგანიზაციისა და საბჭოთა მეურნეობებში სამშენებლო სამუშაოების ჩაშლის გზით. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. (ლევან ღამბაშიძის მეუღლე ელისაბედ მირიანაშვილი-ღამბაშიძეც დახვრიტეს 1938 წლის 22 ივნისს).

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com


Share: