The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ მირიანაშვილი-ღამბაშიძე

ელისაბედ მირიანაშვილი-ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:22 ივნისი, 1938  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაპატიმრებამდე იყო საქართველოს აბრეშუმის სავაჭრო განყოფილების აგრონომი. 1922 წელს დააპატიმრა სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ კონტრრევოლუციური მავნებლური საქმიანობისთვის. "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1938 წლის 21 ივნისს. ელისაბედ მირიანაშვილს ბრალად ედებოდა, რომ იყო კონტრრევოუციონერი, ნაციონალისტური მეამბოხე, დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი. იგი წლების განმავლობაში აბრეშუმის სამრეწველო განყოფილებაში ამ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა ძირგამომთხრელ დივერსიულ საქმიანობას. კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში ელისაბედ მირიანაშვილი-ღამბაშიძე 1927 წელს გადაიბირა ცქიტიშვილმა. იგი ამხილეს მოწმეებმა ფხაკაძემ, კამოევამ და ჩიხლაძემ. თავი არ ცნო დამნაშავედ. მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. (ელისაბედ მირიანაშვილი-ღამბაშიძის მეუღლე, ლევან ღამბაშიძე დახვრიტეს 1937 წლის 26 დეკემბერს). აგრონომი.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com


გააზიარე: