The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შუშანა გალდავა

შუშანა გალდავა
Date of birth:1886  (139 years)
Category:Librarian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიის ფაკულტეტი თბილისში 1914 წელს.

დაპატიმრებამდე იყო ბავშვთა ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი. 1904-1928წწ. სკკპ(ბ) პარტიის წევრი, გაირიცხა პარტიიდან, როგორც ტროცკისტი. 1929 წელს მიესაჯა გადასახლება 3 წლით და გადასახლებიდან ფარულად  დაბრუნდა 1931 წელს. დააპატიმრეს 1936 წლის 8 ოქტომბერს, სამხედრო კოლეგიამ გაასამართლა 1937 წლის 28 ივნისს. დაპატიმრებისას ბრალად ედებოდა, რომ 1929 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს აქტიური არალეგალური საქმიანობისთვის, იგი გადასახლებაშიც აგრძელებდა ტროცკისტულ საქმიანობას. თვალთმაქცურად გააკეთა ტროცკიზმისგან განდგომის განცხადება და 1931 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ დარჩა ურყევ ტროცკისტად; 1934 წელს გადასახლებიდან დაბრუნების, შემდეგ შეხვდა აქტიურ არალეგალ ბენო კალანდაძეს, რომელთანაც ჰქონდა კონტრრევოლუციური საუბრები და უკანასკნელ დრომდე ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს სულაქველიძეს, დიდიძესა და დარახველიძესთან. ბრალი აღიარა ნაწილობრივ. მხილებულია დიდიძის, დარახველიძისა და სულაქველიძის ჩვენებებით.

 სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ შუშანა ნესტორის ასულ გალდავას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით, 5 წლით პოლიტიკური უფლების აყრით, მთელი მისი კუთვნილი ქონების კონფისკაციით. სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 1936 წლის 8 ოქტომბრიდან. 1937 წლის 23 აგვისტოს სპეციალური თანხლებით გადაგზავნილ იქნა ქ. იაროსლავლში იაროსლავლის ციხის უფროსის განკარგულებაში.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com


Share: