The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დოდო ლომიძე

დოდო ლომიძე
Date of birth:19 October, 1946
Date of death:26 July, 2004  (at 57 years)
Burial location:ბორჯომი
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი მუსიკისმცოდნის სპეციალობით 1974 წელს.

მუშაობდა კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; დამუშავებული აქვს ნიკო ბერძენიშვილის პირადი არქივი და იყო მისი სახელობის კაბინეტის გამგე; კითხულობდა საქართველოს ისტორიის ლექციების კურსს ახალციხის უნივერსიტეტში, ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს სოფეკ დიღმის სამუსიკო სკოლაში; დ. ლომიძის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიის პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებს. საბჭოთა პერიოდში საქმიანი მიმოწერა ჰქონდა ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და არქეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელთან, პროფესორ ვახტანგ ჯობაძესთან. მის მიერ გამოგზავნილი ფოტომასალები, რომლებიც უცხოეთის სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ ხელოვნების ნიმუშებსა და ტაო-კლარჯეთის ძეგლებს ასახავს, ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. დ. ლომიძის მონოგრაფია "ყიზილბაშობა 1735-1749 წლების აღმოსავლეთ საქართველოში" გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

Awards and Honors

  • 1998 - ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია

Bibliography


Share: