Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან იოსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2000 წელს; მაგისტრის ხარისხი, ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში მიიღო; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გავლილი აქვს ზოგადი მენეჯმენტის კურსი. 1999-2000 წწ. მუშაობდა "საქართველოს ბანკში" იურისტად; 2000-2001 წწ. იყო "თიბისი ბანკის" მთავარი იურისტი; 2001–2008 წწ. იურიდიული კომპანია "ასლანიშვილი და იოსელიანის" დამფუძნებელი, პარტნიორი და მთავარი იურისტი; 2008-2016 წწ. დააარსა "ლევან იოსელიანის" იურიდიული კომპანია; 2014 წელს იყო მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის, საარჩევნო შტაბის უფროსი; 2016-2017 წწ. ილინოისის შტატში, ჩიკაგოში, მონაწილეობდა სასამართლოს მედიაციის პროგრამაში როგორც მედიატორი; 2018-2020წწ. ააიპ "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი; 2020-2023 წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2023 წლის 7 მარტს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა ლ. იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |