Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ბარჯაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით 2002 წელს; 2004 წელს ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა ეკოლოგიის სპეციალობით. 2001 წლიდან მუშაობს ზოოლოგიის ინსტიტუტში; 2016 წელს გახდა უხერხემლო ცხოველთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი; 2013–2017წწ. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში იყო ასისტენტ-პროფესორი ენტომოლოგიის მიმართულებით; 2017–2019წწ. ასისტენტ-პროფესორი; 2019 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი უხერხემლოთა ზოოლოგიის მიმართულებით ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტში; მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ბუგრებისა და კუდფეხიანების ტაქსონომია, ბიომრავალფეროვნება და ფილოგენეზი; მღვიმეების უხერხემლო ცხოველთა ბიოლოგია, ეკოლოგია და კონსერვაცია. გამოქვეყნებული აქვს 73 სამეცნიერო პუბლიკაცია; ზოოლოგი (ენტომოლოგი), ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარეების ძამას, ტანასა და თეძმის ხეობების ბუგრების (Hemiptera: Aphidoidea) ფაუნა და ეკოლოგია", დაიცვა 2005 წელს. წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge; cbg.iliauni.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |