| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის კორძაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საყულია, ქუთაისის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სპეციალობა ავტომობილები და ტრაქტორები 1958 წელს. მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, ძრავების ლაბორატორიის გამგედ; შემდგომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში, იყო თბოენერგეტიკული განყოფილების უფროსი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემებია: სასიმაღლო პირობებში ტურბოჩაბერვიანი დიზელის ძრავს წევითი და სამუხრუჭო რეჟიმებზე მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების სამეცნიერო საფუძვლებისა და მეთოდების დამუშავება; ტრანსპორტის ენერგეტიკაში ალტერნატული, ეკოლოგიურად სუფთა საწვავების გამოყენების საკითხები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.238
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

