The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მალასიძე

გიორგი მალასიძე
Date of birth:1936
Date of death:2016  (at 80 years)
Category:Mathematician, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩაილური, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

1962 წლიდან მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში: 1962-1965წწ. უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1965-1968წწ. ასპირანტი; 1968-1972წწ. ობსერვატორიის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1972 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; პარალელურად, 1988-2003წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრა. მისი სამეცნიერო ინტერესთა სფეროა ასტროფიზიკა (ვარსკვლავთა სისტემების კინემატიკა-დინამიკა), ჩვენი გალაქტიკის გრავიტაციული ველის მოდელირება. მის მიერ აღმოჩენილი იქნა გალაქტიკის გრავიტაციული ველის შესატყვისი გრავიტაციული პოტენციალის ორიგინალური ფორმა, რომლისთვისაც ანალიზურად ამოიხსნა გალაქტიკური ორბიტების ბრტყელი ამოცანა სპეციალურ ფუნქციებში. შემდგომში, გალაქტიკის მასების განაწილების სივრცული ორიგინალური მოდელის გამოყენებით გამოკვლეული იქნა ზოგიერთი გალაქტიკური წარმონაქმნების სამგანზომილებიანი ორბიტები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2003).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.240

Bibliography


Share: