The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ მარგველაშვილი

ოთარ მარგველაშვილი
Date of birth:17 March, 1925
Date of death:2010  (at 84 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი, სპეციალობით "ავტომობილები და ტრაქტორები" 1948 წელს.

1948-1954წწ. მუშაობდა თბილისის ავტოშემკეთებელ ქარხანაში; 1954-1960წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1960-2010წწ. (სიცოცხლის ბოლომდე) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1976-1986წწ. - შეთავსებით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში "ავტომობილების და ტრაქტორების" კათედრაზე პროფესორის თანამდებობაზე. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროები იყო ავტომობილებისა და ტრაქტორების თეორია, ტრაქტორის ავტომატური მართვის სისტემები, მაღალი გამავლობის მობილური მანქანები, დაბალტემპერატურიანი ენერგიის მექანიკურ ენერგიად გარდაქმნის პრობლემები; მის მიერ ჩატარებულია ტრაქტორის ელასტიური თვლების გვერდცდენის მოვლენის გამოკვლევა; მისი ხელმძღვანელობით პირველად შეიქმნა და გაიარა სახელმწიფო გამოცდები ტრაქტორის ავტომატური მართვის უკონტაქტო ფოტოოპტიკურმა სისტემამ. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1980), უნგრეთის რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.242; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.48

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Bibliography


Share: