Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესო კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. პროფესიონალური მუსიკალური კარიერა დაიწყო 1974 წელს, როდესაც მიიწვიეს სოლისტ-ვოკალისტად სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ "რერო"-ში; 1978 წელს გადავიდა "ვია 75"-ში, სადაც დაჰყო 1986 წლამდე, ჯგუფის დაშლამდე; "ვია 75"-ში შეასრულა პოპულარული ჰიტები: "ტირიფები", "თეთრი ღამე", "გიორგობის თვე" და სხვა; ასევე იყო ანსამბლის არანჟირების ავტორი; "ვია 75"-ის დაშლის შემდეგ თავის ძირითად სპეციალობას დაუბრუნდა; 1990-იან წლებში კვლავ სცენას დაუბრუნდა და ახალი არანჟირებით ჩაწერა ძველი ჰიტები; "ვია 75"-ში, არის ჯგუფის ბას-გიტარისტი და ვოკალისტი; ანსამბლი აღდგა 2011 წელს, გამოუშვა ალბომი კომპაქტ-დისკის სახით; რამდენიმე კონცერტი გამართა საქართველოს ტერიტორიაზე; ეწევა ბიზნეს საქმიანობას, ხელმძღვანელობს საკუთარ ფირმას, ლოჯისტიკური ცენტრს, სადაც სამაცივრე და სასაწყობო მეურნეობაა; მისი მეშვეობით შესაძლებელია ხილისა და ბოსტნეულის ცოცხლად შენახვა. 2011 წლის მიწურულს გაიხსნა "ვია 75"-ის ვარსკვლავი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ. ვოკალისტი, ბას-გიტარისტი. წყარო: საინფორმაციო სააგენტო: m.sputnik-georgia.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |