The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკარ ფანცულაია

მაკარ ფანცულაია
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 1938  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სწავლა განაგრძო ე. წ. მუშფაკში (სპეციალური სასწავლებელი, მუშათა ფაკულტეტი) თბილისში. სამხედრო მეთაურების წარდგინებით, ჩაირიცხა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში, მოსკოვში. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში პოლიტიკურ სამუშაოზე მსახურობდა 1924 წლიდან. დაპატიმრების მომენტში მაკარ ფანცულაია იყო 47-ე საარტილერიო პოლკის I დივიზიონის პოლიტხელი, წოდებით უფროსი პოლიტხელი. დაპატიმრებისას ბრალად დაედო, რომ იგი 1932 წლიდან შედიოდა არალეგალურ, სამხედრო კონტრრევოლუციურ მემარჯვენე-ტროცკისტულ ორგანიზაციაში, პარტიულ-პოლიტიკურ სამუშაოებზე ეწეოდა მავნებლობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძლიერების შესუსტებისკენ. კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო, მხილებულია ი. ს. ჯალაღანიას, ნ. ი. თავართქილაძის, ნ. ი. მაღალაშვილის და ე. ს. თავართქილაძის ჩვენებებით. "სამეულის" სხდომა გაიმართა 1938 წლის 9 ოქტომბერს, მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. დახვრიტეს 1938 წლის 10 ოქტომბერს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.geინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: m.facebook.com; მედიაჰოლდინგი: kvira.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ(ბ) პარტია, წევრი (1926-1938)

გააზიარე: