The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მამალაძე

გიორგი მამალაძე
Date of birth:1891
Date of death:30 September, 1937  (at 46 years)
Category:Medical Doctor, Public official

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხევი, ოზურგეთის რაიონი. 

1910 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია და სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1919 წელს. სტუდენტობისას მოხალისედ მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში წითელი ჯვრის რაზმის შემადგენლობაში. 1919-1925წწ. მუშაობდა კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში ანაპა-სოჭის შავი ზღვის სანაპირო მიდამოებში სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების მოწყობაზე, იყო ერთ-ერთი რაიონალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. საქართველოში დაბრუნდა 1926 წელს და დაინიშნა ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის საკურორტო სამმართველოს უფროსად. მივლინებული იყო ევროპაში საკურორტო საქმიანობის  შესასწავლად. გიორგი მამალაძე ითვლებოდა ქართულ კურორტოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად, მისი ინიციატივით მოეწყო რამდენიმე სამედიცინო კურორტი. 1927 წელს დაინიშნა ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ. პარალელურად იყო ჟურნალ "საბჭოთა მედიცინის" მთავარი რედაქტორი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თავმჯდომარე. 1934 წელს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის კომისრად. გიორგი მამალაძე დააპატიმრეს 1937 წლის 8 ივლისს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ 1937 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე განუსაზღვრა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს იმავე დღეს. 1937 წლის 26 ოქტომბერს დააპატიმრეს გიორგი მამალაძის მეუღლე – ელენე მოლჩანოვა-მამალაძე, ინგლისური ენის სპეციალისტი. მას, როგორც ხალხის მტრის ოჯახის წევრს, მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნათესავებს 1946 წელს აცნობეს, რომ გიორგი მამალაძეს მიესაჯა 10 წელი შრომა-გასწორების ბანაკში და გარდაიცვალა პატიმრობაში 1942 წლის 20 სექტემბერს მუცლის ტიფით. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1957 წლის 25 ივნისის განჩინებით №4н-026903/56 საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; მედიაჰოლდიგი:  kvira.ge

Member of Organizations

  • სკკპ(ბ) პარტია, წევრი

Share: