შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარბარე გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. ბარბარე გაბუნია იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პირველი გამოშვების კურსდამთავრებული. დაპატიმრების დროს თბილისის 53-ე სკოლაში ასწავლიდა ისტორიას. 1921 წელს დაპატიმრებული იყო საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო. მეორედ დააპატიმრეს 1937 წელს, "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 10 დეკემბერს. მას ბრალად ედებოდა, რომ 1935 წელს გადაბირებულ იქნა პოლონეთის დაზვერვაზე სამუშაოდ დაზვერვის რეზიდენტის მიერ; 1935-1937წწ. აგროვებდა და გადასცემდა ჯაშუშურ შეტყობინებებს ჯერ დაზვერვის რეზიდენტის მეშვეობით, ხოლო 1936 წლიდან კი პირადად გადასცემდა პოლონეთის კონსულს. ბარბარე გაბუნიას მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 19 დეკემბერს.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |