The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მდივანი

გიორგი მდივანი
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:26 ივნისი, 1937  (34 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაპატიმრების დროს მუშაობდა ამიერკავკასიის საიმპორტო ხორცის დამზადების სამმართველოს უფროსის მოადგილედ. დაპატიმრებულ იქნა 19376 წლის 26 ოქტომბერს სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების მიერ. ბრალად ედებოდა, რომ მამის ბუდუ (პოლიკარპე) მდივანის უშუალო ზედამხედველობთ აქტიურად მუშაობდა კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ, დივერსიულ-ტერორისტულ ორგანიზაციაში. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 1937 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა. განაჩენი სისრულეშია მოყვანილ იქნა 1937 წლის 26 ივნისს. სსრკს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1957 წლის 5 ივლისის №4н-024886 გადაწყვეტილებით საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. პარტიული და სახელმწიფო მოღვაწის ბუდუ (პოლიკარპე) მდივანის შვილი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ(ბ) პარტია, წევრი (1926-)

გააზიარე: