The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ ნაცვალოვი

Legal name:ანტონ ნაცვლიშვილი
Date of birth:14 December, 1883  (141 years)
Date of death:19??
Category:Educator, Military Person

Biography

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი; პავლეს სამხედრო სასწავლებელი 1903 წელს და ნიკოლოზის საიმპერატორო სამხედრო აკადემია (I თანრიგით) 1912 წელს.

1901 წლიდან ირიცხებოდა სამხედრო სამსახურში; 1904-1905წწ. აღმოსავლეთ ციმბირის მე-18 მსროლელი პოლკის რიგებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში; შემდეგ მსახურობდა სამეგრელოს მე-16 გრენადერთა პოლკში. I მსოფლიო ომის დროს კაპიტნის ჩინით გადაიყვანეს გენერალურ შტაბში; 1914-1915წწ. მსახურობდა 52-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად; 1915-1917წწ. მე-9 საარმიო კორპუსის შტაბის დავალებათა შტაბ-ოფიცრად; 1917 წლიდან 168-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად; 1916 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1917 წელს პოლკოვნიკის წოდება; 1917 წლიდან იყო ჯერ მე-2 ქართული მსროლელი დივიზიის, შემდეგ ქართული ცხენოსანი ბრიგადის შტაბის უფროსი; 1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში, ასრულებდა არმიის შტაბის საველე გენერალ-კვარტიმაისტერის მოვალეობას, შემდეგ დაინიშნა სამხედრო სამინისტროს ოპერაციული-სამობილიზაციო განყოფილების უფროსად; 1919-1920წწ. იყო საქართველოს სამხედრო ატაშე ბაქოში (აზერბაიჯანის გასაბჭოების დროს მცირე ხნით პატიმრობაში იყო); 1920-1921წწ. იყო ჯერ ბათუმის ციხესიმაგრის შტაბის უფროსი, შემდეგ რუსეთის სფსრ-ში საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის სამხედრო მრჩეველი; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ წითელ არმიაში განაგრძო სამსახური; ირიცხებოდა წითელი არმიის გენერალური შტაბის აკადემიის განკარგულებაში; 1922-1923წწ. იყო სტრატეგიასა და ტაქტიკაში პრაქტიკული მეცადინეობების ხელმძღვანელი; 1930 წელს დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით; 1933 წლამდე იმყოფებოდა "შრომით გამოსასწორებელ ბანაკებში" მორდვეთში, შემდეგ კომის ოლქში; 1940-იან წლებში გადასახლებაში ცხოვრობდა პერმის ოლქში, სადაც სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას. ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, რეპრესირებული.

წყარო: 1914-1918 წლის ომის გმირების ხსოვნა: gwar.mil.ru; რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ru

Awards and Honors

  • 1917 - წმინდა გიორგის იარაღი
    ქ. იასლოსთან 1915 წლის 21 აპრილის ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის
  • 1916 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ბაბთითა და ხმლით)
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბაბთით)
  • 1915 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1912 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბაბთით )
  • 1905 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

Share: